ჩვენი კლინიკა თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან. შესაბამისად დაზღვეულ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჩვენი სერვისებით.










კბილების სიჯანსაღეზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია, ჰიგიენური პროცედურის დაწყება კი ბავშვობიდან, პირველი კბილის ამოჭრისთანავე აუცილებელია.
რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან საუკეთესო გზაა ჯანმრთელი პირის ღრუს უზრუნველსაყოფად, რადგან კბილების მოვლა არ არის მხოლოდ ესთეტიკა და ლამაზი ღიმილი. ეს ეხება ჩვენი კბილების, ღრძილების, ენის მდგომარეობას და პირის ღრუს მთლიან ჰიგიენას. ჩვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა კი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრწყინვალე ღიმილი.
პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარულ მონიტორინგს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი, ორთოპედი, პაროდონტოლოგი
ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურება, პროფესიონალი ექიმების და სამედიცინო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების საშუალებით.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ მკურნალობის მაღალ ხარისხს. ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თქვენი კბილები როგორც ესტეტიურად კარგად გამოიყურებოდეს, ასევე უმნიშვნელოვანესი მათი ჯანმრთელობა და გამართული ფუნქციონირებაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ:
მშვიდი და სასიამოვნო გარემო
გამოცდილ ექიმთა გუნდი
ინფექციის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი
ორშ – პარ: 10:00 – 20:00
შაბ: 10:00 – 16:00
კვირა: დასვენება