თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების (კარიესისა და მისი გართულებების – პულპიტისა და პერიოდონტიტის) დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს კბილის ექსტრაქციებს, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქციას, ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ანთებითი პროცესების მკურნალობას, ცისტექტომიას, ძვლის ქსოვილის აღდგენას, ღრძილის ფორმის შეცვლას.
ორთოპედიული მკურნალობა გულისხმობს დანაკლისი კბილების აღდგენას. მზადდება ყველა თანამედროვე მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქცია. მეტალოკერამიკის, ცირკონოკერამიკისა და პრეს კერამიკის გვირგვინები, დენტალური პროთეზები.
დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი, ამასთან მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას.
პროფესიული ჰიგიენის პროცედურა უნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა და სილამაზეს, აქრობს უსიამოვნო სუნსა და სისხლდენას ღრძილებიდან.
ორთოდონტიული მკურნალობის საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა.
ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა, სპეციფიკური მასალებისა და მეთოდების გამოიყენებით, რასაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით.
თუ გაწუხებთ ტკივილი ყბისა და ზედა სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და შემოგვთავაზოთ პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე, ყველაზე ოპტიმალური გზები.
ორშ – პარ: 10:00 – 20:00
შაბ: 10:00 – 16:00
კვირა: დასვენება