სერვისები

ჩვენი კლინიკის სერვისები

თერაპია

თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების (არიესისა და მისი გართულებების – პულპიტისა და პერიოდონტიტის)  დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. 

how-do-your-gums-heal-after-a-tooth-extraction-scaled




ქირურგია

ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს კბილის ექსტრაქციებს, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქციას, ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ანთებითი პროცესების მკურნალობას, ცისტექტომიას, ძვლის ქსოვილის აღდგენას, ღრძილის ფორმის შეცვლას.

ორთოპედია

ორთოპედიული მკურნალობა გულისხმობს დანაკლისი კბილების აღდგენას. მზადდება ყველა თანამედროვე მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქცია. მეტალოკერამიკის,  ცირკონოკერამიკისა  და  პრეს  კერამიკის  გვირგვინები,  დენტალური პროთეზები. 

იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი, ამასთან მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას.

ვინირება

ვინირებით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და დგომის კორექცია კბილის ჯანმრთელი ქსოვილის მინიმალური დანაკარგით.
db0253df73e3d2549877a1b51e769977



ცირკონი

ცირკონის გვირგვინი გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით და ყველაზე მიახლოებულია ბუნებრივ კბილთან, როგორც გარეგანი, ასევე ფუნქციური მაჩვენებლებით.

პაროდონტოლოგია

ღრძილების სწორი მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება.  თანამედროვე სტომატოლოგიაში მკურნალობის  უალტერნატივო მეთოდიებია.
 


კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება ხდება ორი მეთოდით: სტომატოლოგის სავარძელში აპარატით  1 ვიზიტად, ქიმიური გათეთრება კაპებით –  5-10 დღის მანძილზე, სახლის პირობებში.

კბილების წმენდა

პროფესიული ჰიგიენის პროცედურა უნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა და სილამაზეს, აქრობს უსიამოვნო სუნსა და სისხლდენას ღრძილებიდან.

ორთოდონტია

ორთოდონტიული მკურნალობის საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა.

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა, სპეციფიკური მასალებისა და მეთოდების გამოიყენებით, რასაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით.

Gnatologia-1000x423


გნათოლოგია

თუ გაწუხებთ ტკივილი ყბისა და ზედა  სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და შემოგვთავაზოთ პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე,  ყველაზე ოპტიმალური გზები.

გალერეა

პირის ღრუს ჯანმრთელობა
მთელი ოჯახისთვის